რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 41 500 ჯარისკაცი დაკარგეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 41 500;
  • ტანკი - 1 789;
  • ჯავშანტექნიკა - 4 026;
  • საარტილერიო სისტემა - 946;
  • სარაკეტო სისტემა - 260;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 118;
  • თვითმფრინავები - 223;
  • ვერტმფრენი - 191;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 742;
  • საკრუიზო რაკეტები - 182;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 960;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 83.

აღსანიშნავია, რომ კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1,351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი