მერიამ, სადრენაჟე სისტემის დასამატებლად, ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილი ხელმეორედ გადათხარა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიამ, ქეთევან წამებულის ქუჩის ნაწილი ხელმეორედ გადათხარა. როგორც ირკვევა, სადრენაჟე ქსელი ახლიდანაა გასაკეთებელი, რაც ახალ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მანამდე კი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა 5 მილიონ 600 ათასი ლარი.

სამუშაოები 2022 წლის 27 ივნისს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ახალი სამუშაოებისთვის საჭირო ზუსტი თანხა არ სახელდება და მისი ოდენობა დანახარჯების შემდეგ გახდება ცნობილი.

"უკვე მეორედ გადათხარეს და აი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ წვიმა იცის დედაქალაქშიო და ახლა გადავწყვიტეთო, დამატებით, ახლა მიიღეს, 27 ივნისით თარიღდება, ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს, რომ წვიმა იცისო, ატმოსფერული ნალექები მოდის ხოლმეო და გადავწყვიტეთო, რომ დავამატოთ ჭები და სადრენაჟე სისტემაო, გეგონება, 6-მილიონიანი პროექტი რომ დაწყეს არ იცოდნენ, რომ თბილისში წვიმაც იცის, ხანდახან თოვლიც და შეიძლება გუბეც დადგეს. ის რომ კალაძე დადის, დაიპრანჭება და ამბობს, რომ რამეს აკეთებს, ამის უკან უამრავი მილიონი იმალება, რომელსაც კალაძე იპარავს და თბილისელების ხარჯზე იწყობს საკუთარ კეთილდღეობას", - ამბობს ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

"ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე ამბობს, რომ თითქმის ყველა პროექტში არსებობს კორუფციული ინტერესი და მერია მენეჯმენტს არასწორად აკეთებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი