"ეს ეხება ქართულ პოლიტიკაში ჩართულ ბიზნესმენებს, რომლებიც უკავშირდებიან ოპოზიციას... ეს ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე" | ანრი ოხანაშვილი დეოლიგარქიზაციის კანონზე

გამოქვეყნდა:

"ეს მოდელი ეხება ქართულ პოლიტიკაში ჩართულ ბიზნესმენებს, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციასთან... ეს ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი საუბრობს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით დასმულ შეკითვას პასუხობს. 

ჩვენ პირველ შემთხვევაზე უკვე წარვადგინეთ უკრაინული მოდელი, რომელიც უკრაინაში უკვე კანონის სახით მოქმედებს დეოლიგარქიზაციის შესახებ. ეს მოდელი წარვადგინეთ იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიის მხრიდან პრაქტიკულად მოწონებული იქნა, ვინაიდან უკრაინას დაევალა მიღებული კანონის იმპლემენტაცია. შესაბამისად, ჩვენ საბაზისო საფუძვლად ვიღებთ სწორედ ამ მოდელს. ჩვენ, პოლიტიკური პარტიებს წარვუდგინეთ პრეზენტაცია ამ კანონის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რაზეც მათ ითხოვეს დრო რომ კონკრეტული წინადადებებით დაგვბრუნებოდა. დღეს უკვე გვაქვს უკვე შემდგომი შეხვედრა სადაც ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ წინადადებებს, კონკრეტულ პოზიციებს და გვქნება უკვე შინაარსობრივი განხილვა და მსჯელობა იმ პრინციპებთან დაკავშირებით, რაზეც უნდა იყოს დაყრდნობილი ჩვენთან ეს კანონი.

უკრაინელი მოდელი ეხება ბიზნესმენებს, ვინც არიან ჩართული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ოპოზიციასთან. პირდაპირ მათზე გავრცელდება ის პრინციპები, რაც უკრაინულ კანონში დევს. და ეს ვერცერთ შემთხვევაში, ობიექტური საფუძვლით, ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე. ეს ჩვენი ხედვა არ არის. ეს არის უკრაინული მოდელი, რომელიც მოწონებულ იქნა ევროკომისიის მიერ და რომელსაც საბაზისო დონეზე ჩვენ ვგეგმავთ. 

უკრაინული მოდელით არის ოთხი ძირითადი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც, პირი მიიჩნევა ოლიგარქად. ერთი არის მონოპოლისტობა, კონკრეტულ სფეროში უნდა იყოს მონოპოლისტი, უნდა ჰქონდეს კონკრეტული ოდენობის თანხა, და უნდა ჰქონდეს გავლენა ასევე მედიაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები მეოთხე კომპონენტია, სადაც შესაძლებელია იყოს, შესაძლებელია არ იყოს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე გავლენა არ არის სავალდებულოდ მიჩნეული. სამი კომპონენტი სავსებით საკმარისია, რომ პირი მიჩნეული იყოს ოლიგარქად. ამიტომ გეუბნებით, ეს არ არის ჩემი ხედვა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, გადაამოწმოთ, დამიჯერეთ, რომ ეს ესეა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები მიჩნეულ იქნებიან ოლიგარქად ჩვენ მიერ ამ კანონის მიღების შემდგომ, - ამბობს ოხანაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი