
"ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.
ამ მოთხოვნით მან ცოტა ხნის წინ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართა. მათ გაშალეს ბანერი პუტინის ნახატით, რომელიც საქართველოს "ყლაპავს".
დოლიძე ამბობს, რომ ამ წლის 10 იანვრიდან 18 ივლისის ჩათვლით, 3 389 რუსეთის მოქალაქის საკუთრების უფლება − 3 040 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, პარტია "ლელო" რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს. რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარზე ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს.