კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, აბსოლუტურად არარელევანტურია - კობახიძე პარტნიორებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთადერთი, ვინც სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხოდა "ნაციონალური მოძრაობა" იყო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი კითხვებს სვამს და ამის "მონათვლა" თავდასხმათ არარელევანტურია.

"რეალურად საზოგადოებას ახსოვს, რომ ერთადერთი ვინც ესხმოდა თავს მაგალითად ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს იყო ნაცმოძრაობა, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას შესრულებით, ეს იყო ნამდვილი თავდასხმა როდესაც პირდაპირ ლანძღავდნენ დიპლომატებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. 

ჩვენ შემთხვევაში არის მარტივი რამ, კითხვები არის დასმული გარკვეულ თემებთან დაკავშირებით,  რასთან დაკავშირებითაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, და კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, ევროკავშირის ყოფილ ელჩ, კარლ ჰარცელზე ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ის ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი