
ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 48 დეპუტატს, რომელმაც ხელისუფლებას ანტიდასავლური კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის.
"ეს არის 48 დეპუტატის დამოკიდებულების ლუსტრაცია სახელმწიფოებრიობასთან, ანუ დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე ამ ქვეყნის 48 დეპუტატს, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან, მათ ასევე მიაჩნიათ, რომ თურმე კითხვის დასმა და თხოვნა ამ კითხვაზე გაცემის, განსაკუთრებით მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას და ესე იგი მათ სახელმწიფოდ ეს ქვეყანა არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი. ამ ფსიქოლოგიით, არა თუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი, არ უნდა იყოს საჯარო პირი საერთოდ, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
იხილეთ განცხადება: