"კამპანია ატეხეს რუს ტურისტებზე... უნდათ, გამოიწვიონ აგრესია, დაიწყოს მათი დევნა, რესტორნებში მივარდნა..." | ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

"კამპანია ატეხეს რუს ტურისტებზე... უნდათ, გამოიწვიონ აგრესია, დაიწყოს მათი დევნა, რესტორნებში მივარდნა..." - ამის შესახებ "ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით საუბრობს. 

მე რა ინფორმაციაც მაქვს, რაღაცა მომატება პანდემიამდე რა ციფრიც იყო, იმას არ ცილდება დიდი რაოდენობით, თუ არ ვცდები, ჯერჯერობით. პრინციპში უფრო მეტი ტურისტი შემოდიოდა რუსეთიდან, ვიდრე შემოდის. ასეთი ინფორმაცია მაქვს, კიდევ გადავამოწმებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის, მარტივად გასაშიფრია და მე მჯერა ჩემი საზოგადოების, რომელიც ამ ინფორმაციებიდან გამომდინარე სწორ ანალიზს აკეთებს...

დღესაც იმდენად ადვილად იშიფრებიან ეს ადამიანები, რომ ერთი კამპანია ატეხეს ეხლა რუს ტურისტებზე, ჩამწკრივდნენ ყველა, ექსპერტი მათი, პოლიტიკოსი, NGO სექტორი, დაიწყო თითქოს ამ სტატისტიკით და გადავიდა შემდეგ მელიას წერილი, ეხლა გოცირიძე დაწერს რაღაცას, მერე NGO დაწერს რაღაცას და აგორება უნდათ რუს ტურისტებზე, ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ უნდათ შემდეგ გამოიწვიონ აგრესია, ქუჩებში დაიწყოს მათი დევნა, რესტორნებში მივარდნა, აი შეხედე, ჩვენი დაპყრობა უნდათ რუს ტურისტებს და აქ გამოიკვეთა ის რომ დავაწესოთ სავიზო რეჟიმი...

ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება. კიედვ ერთხელ ჩამოვთვლი: არ გაამართლა ომის რიტორიკამ, სანქციებმა არ გაამართლა, ვერ ჩართეს ვერც ომში და ვერც სანქციებში, მერე აკერმანის ჯგუფის ეს მთელი მცდელობა, რომ რევოლუცია მოეწყო და ტექნიკური მთავრობა ჩამოყალიბებულიყო, ამანაც. სტატუსის თემა რომ იმათ მიანიჭეს და ჩვენ არ მოგვანიჭეს და ამითაც ვერ ააგორეს სიტუაცია.

ყველაფერზე ხელმოცარულები არიან ეს ადამიანები და ხვალაც ასე იქნებიან. რატომ? უყურეთ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან სწორად შეაფასა არსებული რეალობა. დღესაც ჩვენი მოქმედება სწორედ ამას ემსახურება, აი დააკვირდით, ჩვენ რომ ეს დავიწყეთ, ამის საპირწონეა, რასაც ახლა ეს ადამიანები შემდეგ ეტაპზე კადრულობენ, - თქვა ყაველაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი