
რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მორიგი პროპაგანდისტული ვიდეორგოლებისთვის ყირიმიდან "მსახიობები“ ჩამოჰყავს, - ამის შესახებ უკრაინის მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციით მუშაობს, ავრცელებს ბეჭდურ მასალებს და ბუკლეტებს, მაგრამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მტერი ამ ფრონტზეც დამარცხებულია.
მალირმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ თანამშრომლობენ ოკუპანტებთან, ამიტომ რუსეთი აგრძელებს დადგმული ფსევდორეფერენდუმის მხარდამჭერი ვიდეოების გადაღებას და ყირიმიდან მოქალაქეების ჩამოყვანას.
"უკრაინის მოსახლეობა, რომელიც იძულებულია იყოს ოკუპაციის ქვეშ,უარს ამბობს ოკუპაციასა და "რუსული სამყაროს" იდეოლოგიის დაწესებას. მიუხედავად ოკუპანტთან თანამშრომლობის ცალკეული შემთხვევებისა, უკრაინელები არ თანამშრომლობენ მტერთან", - თქვა მარიალმა
შეგხსენებთ, რომ უკრინის უსაფრთხოების სამსახურმა 26 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აქტიურად ამზადებს ფსევდორეფერენდუმს აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო "ანექსიის" შესახებ.