განდგომილი დეპუტატების მიერ გახმოვანებული "ოცნების" მორიგი რეპრესიული გეგმაა. მმართველი პარტია არასამთავრობო საზოგადოებას ჩარჩოებს უწესებს და რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს.
ოლიგაქრის პოლიტიკური კლანი უპრეცენდენტო შეტევების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებზე იწყებს მუშაობას სამოქალაქო სექტორის გასანეიტრალებლად და გასაჩუმებალად. მმართველი გუნდი აღარ მალავს, რომ გავლენიანი ორგანიზაციები, რომელთა კრიტიკული დასკვნებიც მოკავშირეებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, დიდ თავსატეხად ექცა.
განაცხადი გაკეთებულია. მალე სავარაუდოდ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაანონსებულ ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ.