დეოლიგარქიზაცია ოლიგარქის გარეშე | ახალი სადამსჯელო იარაღი ოპოზიციის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

დეოლიგარქიზაცია - ანუ ახალი სადამსჯელო იარაღი ოპოზიციის წინააღმდეგ. პროცესი დაწყებულია. მმართველი გუნდი ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას ფორმალურად ასრულებს, ევროპის კარნახით კანონის მისაღებად ემზადება, მაგრამ უგულებელყობს მთავარს.

სამუშაო საპარლამენტო ჯგუფი, რომელმაც კანონი უნდა მიიღოს, დღეს პირველად შეიკრიბა, მაგრამ "ოცნება" ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად არ მოიაზრებს და წინასწარვე გაცხადებულია, რომ ცვლილება მათ დამფუძნებელს არ შეეხება.

ოპოზიცია რომ კანონით შეიზღუდება და იდევნება, ხელისუფლებამ პირდაპირ დაადასტურა. სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს და ამ ჯგუფში ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი ირიცხება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი