რუსების უპრეცენდენტო თავდასხმა "დედაენის ბარზე" | კიბერშეტევა პუტინის აგრესიის დაგმობის გამო

გამოქვეყნდა:

"დედაენის ბარი" ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების უპრეცენდენტო თავდასხმის სამიზნეა. რუსი ტურისტების ორკესტრირებული შეტევა ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ნებისმიერ რუს სტუმარს, ბარში იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ ე.წ. ვიზას მიიღებენ.

კითხვარში კი ყველა იმ რეალობაზე უწევთ დათანხმება, რომელსაც არ აღიარებენ. სასტიკი ომი უკრაინაში, ის რომ პუტინი დიქტატორია და საქართველოს ოცი პროცენტი კრემლის მიერ არის ოკუპირებული. სწორედ ეს სისტემა და უკრაინის ღია მხარდაჭერა გახდა ბარზე სრულმასშტაბიანი კიბერ-თავდასხმის მიზეზი.

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი