უცხოელ პარტნიორებს ვთხოვთ, პოლიტიკური ჟანგბადი გადაეკეტოთ რადიკალებს საქართველოში - ხელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს, გაემოიჯნოს და უარი თქვას საქართველოში  "რადიკალური ელემენეტებთან" თანამშრომლობაზე. ამ თემაზე მან "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ თუ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რასაც მისი აზრით, "რადიკალური ძალები" სამი წელია ცდილობენ, ომში ავტომატურად ჩართულები აღმოვჩნდებით.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არის პოლარიზაცია, ეს მართლაც ასეა. რა კვებას პოლარიზაციას?! პოლარიზაციას კვებავს ძალიან ხშირად ის, რომ პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოში არეულობის დაწყებას, ტემპერატურის აწევას, არიან შეურიგებლები და ა.შ. თანაც ორივე მხარეს, იქნება ეს "ალტ ინფო" თუ "ნაციონალური მოძრაობა", იმავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი დიპლომატის მხირდან არ ხდება გამიჯვნა, ამ ადამიანებთან თანამშრომლობა გრძელდება, და ეს არის სწორედ ის, რაც შემდეგ კვებას ამ ადამიანების თავდაჯერებას, ეს იქნება ხოშტარია, გიგაური, რომელიც სამწუხაროდ, უკვე პოლიტიკოსად გვევლინება და არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად. კიდევ არის რამდენიმე ასეთი ცალკეული ადამიანი, იგივე გირჩი ჯადარიძე, იგივე "ლელოს" წარმომადგენლები, რომლებიც დატოვეს პარლამენტი [...]

ჩვენ რასაც ვთხოვთ მათ და რაც იწვევს უკმაყოფილებას არის, რომ აი ეს ყველაზე უფრო სიმწვავის შემომტანი ელემენტები, ძალიან ხშირად თავს ისე გრძნობენ, რომ მათ დასავლეთთან ჯერ კიდევ აქვთ კომუნიკაცია. ჩვენი თხოვნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ არის, რომ გაიმიჯნოს საქართველოში, გადაიკეტოს გარკვეულწილად ეს მცდელობები იმისა, ამ ადამიანების მხრიდან, რომ გაამწვაონ საქართველოში ვითარება", - თქვა ხელაშვილმა. 

მისი თქმით, "მანამ სანამ გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან თანამშრომლობა ამ რადიკალურ ელემენტებთნ, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება". ხელაშვილი ამბობს, რომ ეს "რადიკალური ელემენტები"დასაველლ პარტნიორებთან ურთიერთობით იკვებებიან.

ხელაშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" იცის საიდან მოდის ომის საფრთხე და ეს რუსეთია, თუმცა ამტკიცებს, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ომში ჩართვა საქართველოში არსებული "მეხუთე კოლონაა".

"ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ომში ჩართვა არა პირდაპირ, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოშია და ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს აქ სამოქალაქო ომის დაწყებას  უკვე სამი წელია. თუ აქ ომი დაიწყო, ავტომატურად ჩართულები აღმოვჩნდებით, სამოქალაქო ომი რომ დაიწყოს, ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით. [...] ამიტომაც ვთხოვთ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ ძალებს და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური ჟანგბადი გადაეკეტოთ რადიკალებს საქართველოში", - თქვა მან. 

ცნობისთვის, დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ და ეს რიტორიკა ქვეყანას აზიანებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი