თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი, ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ საქართველოში ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმიდნარეობს. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ "ომისა და ღალატის" პარტია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიან და ეს საფრთხის შემცველია. 

"თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა, შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსრიდა, როდესაც საქართველოში 3 წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს, თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ, ქსენოფობია და შოვინიზმი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა", - ამბობს კობახიძე. 

მისი თქმით, "ოცნება" გმობს ქსენოფობიურ კამპანიას და ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერთოს.

კობახიძემ რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით ისევ წინა ხელისუფლება ლანძღა. ცნობისთვის, მან გუშინაც თქვა, რომ ქსენოფობიურ კამპანიას "მკაცრი პასუხი გაეცემა".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი