"არახამიამ რუსულად მოგმართათ" - კობახიძე პრობლემას ვერ ხედავს, რომ ზოგიერთი ობიექტი სტუმრებს მხოლოდ რუსულად ემსახურება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველოში, კერძო დაწესებულებაში სტუმრებს მხოლოდ რუსულად ემსახურებიან, პერსონალი მხოლოდ რუსულ ენაზე საუბრობს. 

მან საპირისპირო მაგალითად ჟურნალისტს უთხრა, რომ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, რომელიც წლებია საქართველოში არ ცხოვრობს, აქციაზე შეკრებილებს რუსულად მიმართა.

"რაც შეეხება რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული და ბუნებრივია კანონის ფარგლებში ამაზე იქნება ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც საუბრობს ერთ ენაზე და ვიღაც მეორეზე, ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებაა. რას გეტყვით იცით?! თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა რუსულ ენაზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობთ. თქვენი პარტიის მიტინგი იყო, ნაცმოძრაობის, როცა რუსთაველზე პარლამენტის წინ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ, არავის რეაქცია არ ჰქონია, მეც არ მქონია რეაქცია, იმაზე არ გქონიათ რეაქცია, და ახლა თურმე ვიღაცა რიგითი მოქალაქე რუსულად რომ ესაუბრება რუს ტურისტს ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი", - თქვა კობახიძემ. 

მან ჟურნალისტებს მოუწოდა ნუ გახდებიან ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიის ნაწილი. 

ცნობისთვის, აჭარაში ერთ-ერთ კერძო დაწესებულებაში არცერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდა, რომელიც სტუმარს ქართულად დაელაპარაკებოდა, ისინი მხოლოდ რუსულად საუბრობდნენ და მენიუც რუსულ ენაზე ჰქონდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი