ლუსტრაციის კანონი, რაც შეიძლება სწრაფად - ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვს. მისი განცხადებით, არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე.

"ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები.

ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამას კანონით გაფორმება სჭირდება..

არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე,

არცერთი!!

ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!!" - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, პარტია "ლელო" რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში შემოსული რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი