არცერთი პოლიტიკოსის მისათითებელი არ არის, როდის რას გადაწყვეტს ომბუდსმენი - ლომჯარია კობახიძეს

გამოქვეყნდა:

ჩემთვის ძალიან გაუგებარი და ცოტა აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ ამ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას. თუ ისინი ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ ვეტყოდი რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის ზრდას ემსახურება და მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ასეთ თავდასხმებს, რადგან მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეპუტაციას და რეიტინგს ასეთი თავდასხმები, რომლებიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებარი ზრდის. რაც შეეხება სახალხო დამცველი რას როდის გააკეთებს, მოგეხსნებათ, რომ სახალხო დამცველი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მით უმეტეს, გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის როდის რას გადაწყვეტს.

ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მორიგ თავდასხმას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი