
"დავიცავთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, რას ნიშნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობა" - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი საუბრობს.
ჩემი აზიური ტურნე მიზნად სტატუს-ქვოს შეცვლას არ ემსახურება. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიურ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ჩინეთი ცდილობს, ტაივანის იზოლაცია მოახდინოს. ისინი შეიძლება შეეცადონ ხელი შეუშალონ ვიზიტებისგან, თუმცა ჩვენი იქ ვიზიტის აკრძალვით მის იზოლაციას ვერ მოახერხებენ. ამის უფლებას არ მივცემთ. ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ტაივანთან ძლიერი და მჭიდროა. ჩვენ დავიცავთ ყველა იმ კანონმდებლობასა და შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, თუ რა არის ჩვენი ურთიერთობა და რა ნიშნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტატუს-კვო, - ამბობს პელოსი.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, ნენსი პელოსისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა.