უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დმიტრივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონში მდებარე სოფელი დმიტრივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და მასზე სრული კონტროლი აღადგინეს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

მისი თქმით, შეტაკების ხაზზე ამ წუთებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 

"ჩვენმა დამცველებმა იზიუმის რაიონის სოფელი დმიტრივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და სრული კონტროლი აღადგინეს. ამავდროულად, მათ გაანადგურეს მტრის უამრავი ტექნიკა და ქვეითი ძალა. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ ხელსაყრელ წერტილებს პოზიციების გასამყარებლად. დეტალები მოგვიანებით...", - დაწერა სინეგუბოვმა Telegram არხზე.

მისივე ცნობით, მტერმა სცადა შეტევა ჰუსარივკას მახლობლად, იზიუმის რაიონში, თუმცა ზარალი განიცადა და უკან დაიხია.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა დაბომბეს ხარკოვში შევჩენკოვსკის, ინდუსტრიალნისა და სალტივკის რაიონები. შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის 2 კაცი და 1 ქალი. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი