"დეა მოვრჩით... [საზღვარი] ჩავკეტოთ?!" - "ოცნების" დეპუტატი რუსების შემოსვლაზე დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

"არიან თუ არა ოკუპანტები რუსეთიდან საქართველოში შემოსული ის ადამიანები, ვინც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია?" - "ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი "მთავარი არხის" შეკითხვებმა გააღიზიანა. მან კითხვას პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

"დეა მოვრჩით, დეა მოვრჩით, დეა მოვრჩით, მოვრჩით... გაგეცი უკვე ყველაფერზე პასუხი. ოკუპანტი ოკუპანტია, რუსეთი არის ოკუპანტი. მაცადე რა, სხვასაც რომ გავცე პასუხი... ჩავკეტოთ?! ჩავკეტოთ?! [საზღვარი]", - თქვა ამილახვარმა. 

დეა მამისეიშვილმა მას კითხვა კიდევ ერთხელ განუმარტა - "ვინც ამბობს, რომ საქართველო არ არის ოკუპირებული და პუტინი კარგია, არ უნდა ჩავკეტოთ?", რაზეც "ოცნების" დეპუტატმა ასე უპასუხა: "ვინ ამბობს, რომ არ არის ოკუპირებული. 2008-ში ომის მერე არ ამბობდნენ?".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი