სამწუხაროდ ჩვენ სახალხო დამცველი არ გყავს, ეს არის "ნაცების" სახალხოდ დამცველი. არანაირი სახალხო დამცველი საქართველოში არ არის. ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს და რაღაც სიტყვებს იგონებს იმის გასამართლებლად, "არ უყვარდეთ, გასაგებია", ვინ მოსთხოვა სიყვარული ან მსგავსი რამ, როდესაც ქსენოფობიაზე და მისგან გამიჯვნაზეა ლაპარაკი, ნამდვილად ვერ ვხვდები. შესაბამისად, ამ ადამიანების მოწოდებები ერთია და მეორე ის, რომ ჩვენ 90 ხმა გვჭირდება, დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან იმისათვის, რომ სახალხო დამცველი ავირჩიოთ და ამ არჩევას იმედია, კომპრომისის გზით ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ.
ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე ნინო ლომჯარიას მოწოდებას, მომდევნო სახალხო დამცველის არჩევისას დაიცვან ყველა ის სტანდარტი, რაც პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.