როცა მხოლოდ ეროვნული ნიშნით ვიღაცას მიახტები, ეს ქსენოფობიასთან ერთად საშინელი გოიმობაა - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

გავყაროთ, დავჩაგროთ თუ რაღაც ასეთ მოწოდებებს რომ განახორციელებთ, ეს არის ქსენოფობია. შეიხედეთ სოც. ქსელებში, თქვენი ტელევიზიების სიუჟეტებში და მიხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. თქვენ რომ რაღაც არ მოგწონდეთ, ეს როგორ შეიძლება ქსენოფობია იყოს? მაგრამ როდესაც გამოყოფთ იმიტომ, რომ არის რუსი ან სხვა ნებისმიერი ეროვნების, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელ ქვეყანასაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ნიშნით, უკაცრავად გამოთქმისთვის და ვიღაცას მიახტები - "შენ რომ რუსი ხარ ასე და ისე უნდა გიქნა", ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, მიდგომა და სიბნელე, უკაცრავად და გოიმობა საშინელი ქსენოფობიასთან ერთად. 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი