"მასეთი პასუხი ქართველებმაც შეიძლება გაგცენ. საქართველოშიც, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ჩვენი ქვეყნის და ერის წარმომადგენლები, სამწუხაროდ, რომელიც ამასვე გეუბნებიან და რა ვქნათ, ეს ხალხი გავყაროთ ქვეყნიდან?" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე მთავარი არხის ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ მიჯნავს ის რუს ტურისტს რუსი ოკუპანტისგან და რა რეაქცია აქვს მაშინ, როცა რუსები არ აღიარებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიები უკუპირებულია რუსეთის მიერ.
...არასწორი და საშინელი, წარმოუდგენელი, დასაგმობი, გასამიჯნი და მთელი რაც კი უბედური სიტყვა შეგიძლიათ მოიფიქროთ, ის შეიძლება უწოდოთ ამ ადამიანების პოზიციას. ეს რუსი ეროვნების იქნება, ქართველი იქნება თუ სხვა, არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა. ეს არის წარმოუდგენელი აზრი ჩემთვის, დასაგმობი და აბსოლუტურად მიუღებელი და თან ფეიკი და ასე შემდეგ, - ამბობს მდინარაძე.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა ქსენოფობია, რაც "იმაში მდგომარეობს, რომ მოუწოდებ ადამიანებს ეთნიკური ნიშნით, ეროვნების ნიშნით, მოქალაქეობის ნიშნით" და ცდილობ "ამ ადამიანს ვიღაცა დაუპირისპირო".
თუ ამ მარაზმულ აზრს შეიძლება რაღაცა ლოგიკა ჰქონდეს შედარებით, რა თქმა უნდა, უფრო ლოგიკური შეიძლება იყოს რუსეთის მოქალაქე რომ ამას იძახდეს, საქართველოს მოქალაქეები გყავს აგერ ქვეყანაში რომლებიც ამას იმეორებენ. ასეთი ხალხიც არის ამ ქვეყანაში და ქართველ ხალხს რას უშვები?
ამიტომ არაფერ შუაში არ არის ვისი მოქალაქეა, რა ეროვნებისაა, ეთნიკური ნიშნით ასხვავებთ თუ არ ასხვავებთ ამას... არა, ეგ უნდა დავივიწყოთ. ვისი მოქალაქეა, ეგ უნდა დავივიწყოთ. ასეთი ქსენოფობიური მიდგომები, გავაგდოთ და დავჩაგროთ და ეს ვუქნათ და ის ვუქნათ, - ამბობს მდინარაძე.
მისივე თქმით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში "საშიში ტენდენცია" შეინიშნება, რაც რუსების მიმართ დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივებაში გამოიხატება. "შენ რომ ოკუპანტს ოკუპანტი დაარქვა, მტერს მტერი და მეგობარს მეგობარი, აქ ვერავინ შეგეკამათება კი არა მორალურად ვალდებულები ხართ თქვენც" - თქვა მან.