ისრაელი ღაზას სექტორში სამიზნეებს თავს დაესხა | დაიღუპა 5 ადამიანი და ისლამური ჯიჰადის ლიდერი

გამოქვეყნდა:

ისრაელში სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი თავს ესხმიან სამიზნეებს ღაზას სექტორში, პალესტინის მებრძოლი ჯგუფის მუქარის საპასუხოდ. 

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და პალესტინის ისლამური ჯიჰადის (PIJ) ლიდერი.

ეს მოჰყვა რამდენიმე დღის დაძაბულობას მას შემდეგ, რაც ისრაელმა დააკავა PIJ-ის უფროსი წევრი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. ღაზაში დაფუძნებული PIJ იმუქრებოდა შურისძიებით, მათ შორის ისრაელის ცენტრის დაბომბვით.

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა გააფრთხილა: „ჩვენს მტრებს და კონკრეტულად [ღაზას მმართველების] ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელობას მინდა ხაზგასმით ვუთხრა: თქვენი დრო ამოიწურა. საფრთხე [ამ რეგიონში] მოიხსნება“.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი