უკრაინამ დაამტკიცა რუსული ქონების და აქტივების სია, რომლებიც ქვეყნის სასარგებლოდ ქონების ჩამორთმევას ექვემდებარება

გამოქვეყნდა:

უკრაინის მთვრობამ დაამტკიცა უკრაინაში არსებული რუსული ქონების და აქტივების სია, რომლებიც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩამორთმევას ექვემდებარება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე,

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ საუბარია 903 ობიექტზე  კორპორაციულ უფლებებზე, მიწასა და ფინანსურ აქტივებზე.

"ეს ყველაფერი დაყოფილია სამ კატეგორიად:

  • პირველი კატეგორია - არის ქონება, რომელიც ეკუთვნის რუსეთის სახელმწიფოს.
  • მეორე კატეგორია - არის ქონება, რომელიც ეკუთვნის სანქცირებულ მოქალაქეებს და კომპანიებს რუსეთიდან.
  • მესამე კატეგორია - არის რუსული ბანკების აქტივები.

მთავრობა ამტკიცებს პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომელიც ითვალისწინებს 903 ობიექტის კონფისკაციას, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულად რუსეთის სახელმწიფოს.... როგორც დაგპირდით, ჩვენ ვიღებთ მთელ ამ რუსულ აქტივებს უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ, ჩვენ ამას სისტემატურად ვაკეთებთ. და ყველა პროცედურის დაცვით. ჩვენ არ ვცვლით კანონს ჩვენი სურვილების მიხედვით, თუმცა სტრატეგიულ ამოცანას ვახორციელებთ კანონიერი გზით“, - თქვა შმიგალმა
 

გარდა ამისა, მისივე თქმით  დასავლეთში რუსული აქტივების კონფისკაცია, უკრაინის აღსადგენად უნდა გამოიყენონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი