"ქართული ოცნება" საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ოკუპანტების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლება იმუქრება და აცხადებს, რომ ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთის მოქალაქეების მიმართ არავის აპატიებს.
იერიში თანამოქალაქეებზე დღეს ირაკლი კობახიძემ მიიტანა. კანონის გამკაცრებით დაემუქრა ყველას, ვისაც რუსების გამომწვევი და პროვოკაციული ქცევა აღიზიანებს და ადეკვატურ პასუხსაც სცემს. საკუთარ ხალხს ოცნებამ ქსენოფობები უწოდა, და დაამატა - ვინც ოკუპანტების უკონტროლო შემოდინებას აპროტესტებს გოიმია.
კობახიძის დაწყებული თავდასხმა ოცნების სხვა ლიდერებმა გააგრძელეს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მშვიდობა და სტაბილურობა სურთ, ყველა სხვა დანარჩენს ომი და არეულობა.