ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური მეორედ დაბომბეს | არის რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი

გამოქვეყნდა:

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მეორედ მიიტანეს იერიში. 

ენერგოდარის ინფორმაციით, არსებობს წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი. მსხვერპლის შესახებ ამდროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. 

"5 აგვისტოს საღამოს, რუსმა ტერორისტებმა კვლავ გაისროლეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მიმართულებით MLRS-ით. 3 რაკეტა ჩამოვარდა სწორედ ერთ-ერთ ელექტროსადგურთან, სადაც მდებარეობს ატომური რეაქტორი. ნათქვამია მოხსენებაში. Energoatom-ის ცნობით, დამპყრობლებმა სერიოზულად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და დამხმარე შენობა. არსებობს წყალბადის გაჟონვის და რადიოაქტიური შესხურების რისკი. ხანძრის საშიშროება მაღალია. ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდასხმის ორ ფაქტზე რუსული სააგენტოებიც ავრცელებენ და წერენ, რომ უკრაინელები არტილერიიდანაც ისროდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი