ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

განცხადების თანახმად:

6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:

  • ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში.
  • სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.
  • სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.
  • უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
  • შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.
  • საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები" - წერია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი