დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში | ბოლო ცნობები ღაზას სექტორიდან

გამოქვეყნდა:

ღაზას სექტორში, სადაც გუშინ გვიან ღამით, ისრაელის არმიამ ისლამური ჯიჰადის საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ამ დროისთვის ვითარება შედარებით დასტაბილურებულია. სამხედრო ავიაციის სამიზნე  ჯიჰადის იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტის გამშვები პოზიციები გახდა. ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ მახმუდი.

გასულ ღამეს, რადიკალურმა მოძრაობა ისლამურმა ჯიჰადმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. მათ დიდი ნაწილის განეიტრალება ე.წ. რკინის გუმბათის მეშვეობით მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელის აღმოსავლეთ რეგიონებში. 

"ისრაელმა ჩაატარა წერტილოვანი კონტრტერორისტული ოპერაცია უშუალო საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა არ არის ღაზას ხალხთან. ისლამური ჯიჰადი არის ირანის მარიონეტული წარმომადგენელი, რომელსაც სურს გაანადგუროს ისრაელის სახელმწიფო და მოკლას მისი უდანაშაულო მოქალაქეები. ახლა როდესაც მე ვსაუბრობ ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელი თეირანში იმყოფება, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭირო იქნება, რათა ჩვენი ხალხი დავიცვათ", - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

ადგილზე ვითარება ჯერ კიდევ ორშაბათს, 2 აგვისტოს დაიძაბა, როცა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მმართველი, ბასამ ალ-საადი ქალაქ ჯენინში, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს. დაკავებისას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ერთი არაბი მოზარდი დაიღუპა.  დაკავების გამო შურისძიებით ისლამური ჯიჰადი საჯაროდ დაიმუქრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი