ხორვატიაში ავტობუსი, რომელშიც პოლონელი მომლოცველები იმყოფებოდნენ, თხრილში გადავარდა - დაიღუპა 12 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ხორვატიაში ავტობუსი, რომელშიც პოლონელი მომლოცველები იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, დაშავებულია 32 მგზავრი, მათგან 19-ს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

მოგზაურობა, ორგანიზებული იყო წმინდა იოსების საძმოს კათოლიკური ჯგუფის მიერ, რომელიც მოიცავდა სამ მღვდელს და ექვს მონაზონს. ისინი ბოსნიაში მდებარე კათოლიკურ სალოცავში მეჯუგორჯეში მიემგზავრებოდნენ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ავტობუსის ყველა მგზავრი პოლონელი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი