წყალდიდობა პაკისტანში | სტიქიას 550-მდე ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

პაკისტანში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე  549 ადამიანი  დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია 46 200 სახლი.

მედიის ცნობით, სახელისუფლებო სააგენტოებმა და ჯარმა სტიქიით დაზარალებულებისთვის დროებითი ბანაკები გახსნეს, რომელშიც მათ საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.

სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად, მეტი სახსრებია საჭირო და ქვეყანა დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი