გელათის მონასტრიდან თაბაშირის ნაწილები ჩამოიშალა | "ევროპა ჩვენი სახლიას" თქმით, მთელი მხატვრობა რისკის ქვეშაა

გამოქვეყნდა:

გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია - არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ ტაძრის ჩრდილოეთ კედლიდან მცირე ნაწილაკები ცვივა, რაც მათი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ კედლების ნესტიანობა და გაფხვიერება გრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არაპროფესიონალების ჩართულობით, მონასტერში ისტორიის განადგურება გრძელდება და ამბობენს, რომ ხელისუფლება რეაბილიტაციის საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ აწვდის. 

"პროცესი არასწორად მიმდინარეობს, ჩვენ გარკვეული დროის წინ, ვნახეთ მინისტრ წულუკიანის ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თავიანთ გვერდზე, ვნახეთ სიამაყით გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს შეინარჩუნეს და გადაარჩინეს ფრესკები, რომელიც რისკის ქვეშ იყო, საპირისპიროდ კი ვხედავთ, რომ მხატვრობის ძირითადი ნაწილი კი არა მთელი მხატვრობაა რისკისქვეშ, ტენიანობის შემცირება ვერ ხერხდება და სწორედ ამას მოყვება ეს პროცესები, რომელიც ყოველდღიურია" - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი

​საპირისპიროს ამტკიცებენ რესტავრტორები და ამბობენ, რომ კედლიდან არ მხატვრობა, არამედ  40 წლის წინ კედლის სიცარიელის ამოსავსებად გამოყენებული თაბაშირი ცვივა. 

 "ამ ადამიანმა ნახა ქვემოდ ეყარა 40 წლის ჩატარდა რესტავრაცია, კარლო ბაკურაძე ხელმძღვანელობდა... და იქ, სადაც აკლდა, შელესილობა იყო დაიზანებული გააკეთეს თაბაშირი მაშინ ასე იყო, არც კვლევები ტარდებოდა, ეს ლაპარაკია 40 წლის წინ", -  ამბობს რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური

შეგახსენებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრცია რამდენიმე წელი გრძელდებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც "ოცნებამ" თქვა, რომ რეაბილიტაცია დასრულდა, მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები ჩამორეცხა. მონასტერში სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი