რუსეთის ქმედებები ბირთვული უსაფრთხოების წესების უპასუხისმგებლო დარღვევაა | ბორელი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დაბომბვაზე 

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვასა და ატომური ელექტროსადგურის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს ემხაურება.

ბორელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევაა. მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მასზე წვდომა უნდა ჰქონდეს. 

"ევროკავშირი გმობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს. ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა", - წერს ბორელი 

შეგახსენებთ, რომ  5 აგვისტოს, რუსმა ოკუპანტებმა ოთხჯერ ისროლეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით. შედეგად, ერთ-ერთ ელექსტროსადგურზე ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა, ჩართული იყო დიზელის გენერატორები. ეს დანადგარები ამ დროისთვის ქსელიდან გამორთულია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი