
რუსული სამთავრობო მედია, რუსებისთვის სამოგზაუროდ ყველაზე პოპულარული ქვეყნების სიას აქვეყნებს, სიაში მოხვდა საქართველოც.
Lenta.ru წერს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებებია: სომხეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო და ისრაელი.
ხოლო ქვეყნის შიგნით: მოსკოვი, სოჭი, სანკტ-პეტერბურგი, კალინინგრადი, მინერალნიე ვოდი, ეკატერინბურგი, უფა, ყაზანი და ნოვოსიბირსკი.
გარდა ამისა,რუსული მედიის მტკიცებით, რუსების მესამედი გამოყოფს არაუმეტეს 10,000 რუბლს [დაახლოებით $165] რუსეთის შიგნით დასვენებისთვის, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 6%ია მზად გადაიხადოს 200,000 რუბლზე მეტი [ დაახლოებით $3 300] ქვეყნის გარეთ მოგზაურობისთვის.