ვაშინგტონში თეთრი სახლის მახლობლად მეხის დაცემის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის არიან 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ვაშინგტონში ქორწინების 56-ე იუბილეს აღსანიშნად ჩავიდნენ. ასევე დაღუპულია 29 წლის კაცი. ამსთან, დაშავებული მეოთხე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყოველ წელს ამერიკაში დაახლოებით 40 მილიონი მეხი ეცემა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ მეხი ადამიანს დაეცეს დაბალია. დაშავებულები 90%-ის გადარჩენა კი ხერხდება.