"მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა ქვეყანა..." | უკრაინა ჩრდ. მაკედონიას სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა დაადასტურა, ინფორმაცია ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ბევრი იჩენს უფრო მეტ გამბედაობას, ვიდრე G20-ის ნახევარი, რასაც უკრაინა არასდროს დაივიწყებს.

"მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა თქვენი ქვეყანა, ან მთლიანი შიდა პროდუქტი, მთავარია თქვენი გული. დღეს ბევრი ქვეყანა გამოიჩენს უფრო მეტ გამბედაობას, ვიდრე G20-ის ნახევარი, ჩრდ მაკედონიის მსგავსად, რომელმაც დახმარება გაუწია უკრაინას... ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ." - წერს პოდოლიაკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი