შიდა ქართლში აღმოჩენილი მანგანუმი შესაძლოა, "ქართული ოცნების" ორ კლანს შორის, მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდეს. გორთან ახლოს, ნაპოვნია დიდი ოდენობით წიაღისეული, თუმცა მომპოვებელს მოულოდნელად ხელი სამთავრობო უწყებებმა შეუშალეს.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მანგანუმის დაუფლებას, ახლა ოლიგარქ ივანიშვილის კართან დაახლოებული ორი გავლენიანი კლანი ცდილობს, თუმცა შიდა დაპირისპირების გამო, გეგმის სისრულეში მოყვანა, ჯერჯერობით ვერცერთმა შეძლო.