ისრაელი და ისლამური ჯიჰადი ერთმანეთის წინააღმდეგ | სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბულია 

გამოქვეყნდა:

სიტუაცია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის უკიდურესად დაძაბულია - ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  

ასობით რაკეტას ე.წ. რკინის გუმბათი ანეიტრალებს. უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმები მოქმედებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამოცხადებულია ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე. სიტუაცია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის უკიდურესად გუშინ ღამით დაიძაბა. დაახლოებით 21 საათზე ღაზის სექტორის ტერიტორიიდან დაიწყო ისრაელის სარაკეტო დაბომბვა. ეს იყო ისლამური ჯიჰადის პასუხი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის  ტაისირ ალ-ჯაბარი ლიკვიდაციაზე.  

ისრაელის მთავრობის განცხადებით, კი მათ ღაზის სექტორში წერტილოვანი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და სამხედრო სამიზნეები - ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. ამ ოპერაციას კი ისლამური ჯიჰადი ომის გამოცხადებად მიიჩნევს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი