
კუბაზე ნავთობის რეზერვუარს მეხი დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ქალაქ მატანზასის მახლობლად ღამე მოხდა, დილისთვის კი ცეცხლმა ნავთობის მეორე რეზერვუარს მიაღწია.
დაშავებულია 77 ადამიანი, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ამასთან 17 მეხანძრე, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამასთან, ახლომდებარე უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.