ანა გაბეჩავა მასზე განხორციელებული ბულინგის თემაზე მცხეთის პოლიციაში გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

18 ივნისის წვეულების მასპინძლი ანა გაბეჩავა ტელეკამერების წინ პირველად გამოჩნდა - ის ადვოკატთან ერთად გუშინ მცხეთის პოლიციაში გამოკითხეს. გაბეჩავამ 4 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, პოლიციის შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გამომძიებლებმა ანა გაბეჩავა გამოკითხვისთვის მას შემდეგ დაიბარეს, როდესაც ადვოკატმა ძალოვან უწყებაში განცხადება შეიტანა, იმის გამო, რომ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე ინტენსიურად მიდის მუქარა, ბულინგი და ზეწოლა. ადვოკატ ლიკა ბითაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბევრი შეკითხვა დასვეს, მათ შორის, რამდენიმე კითხვა შაქარაშვილის საქმესაც ეხებოდა.

აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო კითხვები, ამდენი საათი ტყუილად არ ვიქნებოდით. აბსოლუტურად ყველაფერზე გაეცა პასუხები, - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე. 

ანა გაბეჩავას ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული გამოკითხვა კიდევ რამდენჯერმე გახდეს საჭირო. ისინი დეტალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი