42 200 ჯარისკაცი, 1 805 ტანკი, 4 055 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინის გენშტაბის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 7 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 42 200;
  • ტანკი - 1 805;
  • ჯავშანტექნიკა - 4 055;
  • საარტილერიო სისტემა - 958;
  • სარაკეტო სისტემა - 260;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 132;
  • თვითმფრინავები - 223;
  • ვერტმფრენი - 191;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 750;
  • საკრუიზო რაკეტები - 182;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 978;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 86.

აღსანიშნავია, რომ კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი