უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის დეოკუპაცია - უკრაინის საგარეო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

განცხადებაში უწყება აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომზე მსოფლიო საზოგადოებისგან არასათანადო პასუხს მოჰყვა უკრაინაში რუსეთის შეჭრა 2014 და 2022 წლებში.

"7 აგვისტოს 14 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან. თითქმის ათწლინახევრის შემდეგ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე.

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო საზოგადოებისგან არასათანადო პასუხის შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში - მოახდინა ყირიმისა და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილობრივი ოკუპაცია, და 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულ მასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმებთან მკაფიო დაცვით და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას.

რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია, ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისროთ უმკაცრესი პასუხისმგებლობა", - წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი