მუხათგვერდში, აგვისტოს ომის გმირებს მოქალაქეები და პოლიტიკოსები პატივს მიაგებენ | ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ მისულან

გამოქვეყნდა:

საქართველო აგვისტოს ომის გმირებს იხსენებს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამშობლოსთვის დაღუპულ მებრძოლებს დილიდან პატივს მიაგებენ რიგითი მოქალაქეები, ოჯახის წევრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ისინი ომის დაწყების თარიღად არა 7, არამედ 8 აგვისტოს მიიჩნევენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სწორედ ამ დღეს იკრიბებიან.

"თუ ჩვენ არ ვივარგებთ და ჩავბარდებით ოკუპანტებს, ჩვენი გმირი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი სამწუხაროდ, შეიძლება იქცეს ამაოდ. მათი გეგმით და მათი მოკავშირეების გეგმით, წლების შემდეგ, არც 7 აგვისტოს და არც 8 აგვისტოს, აქ ასე არავინ უნდა მოვიდეს ჩვენი ბიჭების წინაშე ქედის მოსახრელად. ეს არის ჩანაფიქრი, იდეოლოგიური ბრძოლაა კრემლის მხრიდან წარმოებული და ერთ-ერთი კომპონენტი ამ ბრძოლის, ზუსტადაც გულისხმობს, რომ გმირების თავდადებას ჩრდილი მიაყენონ", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ.

"დღეს არის ბოლო ფურცელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს წირავდნენ და ბოლო ფურცელი იყო სწორედ დღეს, 7 აგვისტოს. ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი და თავისუფლება. ეს ბრძოლა, რასაც ამ ხალხმა თავი შესწირა, გრძელდება. ის რაც უკრაინაში დღეს ხდება, არის იმავე ბრძოლის გაგრძელება", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი