2008 წლის ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავზე ევროპარლამენტარები საერთო განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლოანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.

განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში.

"14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსეთის აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, მოახდინა ყირიმის ანექსია 2014 წელს და გამოიწვია სრულმასშტაბიანი, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს.

ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციას,  ე.წ. პასპორტიზაციას, ისევე როგორც სხვა ნაბიჯებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენაა მიმართული.

მივესალმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის ბრალეულობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო და გაიყვანოს მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • პეტრას აუსტრევიჩუსი
  • მიხაელ გალერი
  • მარინა კალიურანდი
  • ანდრიუს კუბილიუსი
  • ​სვენ მიქსერი
  • ვიოლა ფონ კრამონი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი