"აქტიურად ჩაერთეთ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერის საკითხში" - ანტიკორუფციული მოძრაობის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

გამოქვეყნდა:

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლის შემდეგ რუსული აგრესიისა და პუტინის რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგე ისევ ციხეშია. "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრებმა წერილში მიხეილ სააკაშვილის - როგორც პუტინის მტრის ტყვეობის მიზეზები განმარტეს.

როგორც მოძრაობაში აცხადებენ, არაერთმა ავტორიტეტულმა საერთშორისო გამოცემამ დაწერა რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ყოფნა რუსეთისთვის პოლიტიკური იარაღია.

წერილს, რომელიც ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტს მოიცავს, საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნიან.

"ჩვენ, ანტიკორუფციული მოძრაობა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად, იმ ისტორიკოსებთან ერთად, რომლებმაც ძალიან კარგად იციან რუსული აგრესიის ბუნება, მოვუწოდებთ საერთაშორისო სისტემის მთავარ აქტორებს, ჩაერთონ აქტიურად მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერის საკითხში. არ შეიძლება სამაგალითოდ იყოს დასჯილი და ამას რუსული პროპაგანდისტული საშუალებები იმეორებენ, რომ ზელენსკის სააკაშვილის ბედი და ყველას, ვინც დაუპირისპირდება რუსეთს, პუტინს და შეაკავებს სამხედრო აგრესიას, ყველას მოელის სააკაშვილის ბედი", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი