2008 წლის ომის შედეგები დღემდე იგრძნობა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ესტონეთი

გამოქვეყნდა:

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაშია აღნიშნული, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის:

"14 წლის წინ რუსეთმა აგრესიული ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგები დღემდე იგრძნობა. ჩვენ არასოდეს უნდა დავივიწყოთ - ესტონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს ესტონეთის საგარეო.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი