უკრაინელმა სამხედროებმა ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრის უფროსი ოფიცერი მოკლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) უფროსი ოფიცერი, მიკოლა გორბანი მოკლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის, ანატოლი შტეფანის ინფორმაციით, გორბანი სპეცსამსახურის სპეცდანიშნულების ცენტრის ვიცე-პოლკოვნიკი იყო.

მიკოლა გორბანის ლიკვიდირება 2 აგვისტოს მოხდა. ის სირიაში იბრძოდა და მიღებული აქვს 2 "ორდენი მამაცობისთვის".

როგორც Unian-ი წერს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინის არმიამ სულ მცირე 10 რუსი გენერალი გაანადგურა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი