
7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე პირველი სკოლის წინ, 21:00-ზე გამართება აქცია - იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის. ორგანიზატორები არიან "ევროპული საქართველო", "თავისუფლების ინსტიტუტი", "ტაბულა", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება" და "აფხაზთა კრება".
რუსთაველზე, აქციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.
ორგანიზატორთა თქმით, უკრაინაში განხორციელებული რუსული აგრესიის შემდეგ შექმნილმა გარემოებამ გახსნა შესაძლებლობა, დაიწყოს კამპანია საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.
"მოდი ისტორიის სამართლიანობისთვის. მოდი სრული სიმართლისთვის. მოდი ეფექტური წინააღმდეგობითვის", - მიმართავენ აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს.
კამპანია „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ ფარგლებში ფილმის ჩვენება ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, წნორი, ამბროლაური, ქუთაისი, მესტია, ჩოხატაური, გორი, ბორჯომი, მარნეული, წალენჯიხა, ოზურგეთი.