
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წლისთავს ეხმაურება.
"რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან 14 წლისთავზე, დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება", - ნათქვამია განცხადებაში.