როგორ მთავრდებიან რეჟიმები | ოლიგარქია კრემლის ხელში - უიარაღო ოკუპაციის მთავარი ინსტრუმენტი

გამოქვეყნდა:

უიარაღო ოკუპაციის მთავარი ინსტრუმენტი კრემლის ხელში ოლიგარქიაა. და ამ ინსტრუმენტს არა მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში მიმართავდა მოსკოვი, არამედ უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაშიც. მაგალითად უკრაინაში მთავარი დასაყრდენი ოლიგარქი მედვედჩუკი უნდა ყოფილიყო.

ოლიგარქები არც სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვისაა უცხო ხილი, მაგრამ მთავარი, რაც ქვეყანას შემდგარ სახელმწიფოდ აქცევს, სწორედ ამ გამოწვევასთან ღირსეული გამკლავებაა. რამდენად ადეკვატურად გასცემს საზოგადოება პასუხს ძალიან მდიდარი ინდივიდის სურვილს, საკუთარ ნებას დაუქვემდებაროს მთელი პოლიტიკური ვერტიკალი და მის კომერციულ მიზნებს მოარგოს მთელი ქვეყანა.

როგორ მოიშორეს ოლიგარქები ევროპელებმა, ისტორიული გაკვეთილები მრავლადაა. და თუკი ამ ქვეყნების უახლეს მატიანესაც გადახედავთ, და ნახავთ როგორები იყვნენ ეს დღეს უკვე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები წლების წინ, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, ძალიან ბევრს იპოვით საერთოს დღევანდელ საქართველოსთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი