უკვე 4 დღეა, ჩრდილოეთ მექსიკაში ათი მაღაროელი მიწისქვეშაა ჩარჩენილი

გამოქვეყნდა:

უკვე 4 დღეა, ჩრდილოეთ მექსიკაში, ათი მაღაროელი მიწისქვეშაა ჩარჩენილი. 

ამის მიზეზი კი ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, კოაჰუილას ჩრდილოეთ სასაზღვრო შტატში მაღაროში სამუშაოს დროს გვირაბის კედლის ჩამონგრევა გახდა.

ცნობილია, რომ მაშველებმა იმ დღესვე, მაღაროდან ხუთი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, ახლა ისინი დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვაზე მუშაობენ.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 300-ზე მეტი ჯარისკაცი, ასევე ექვსი მყვინთავი მექსიკის სპეცრაზმიდან.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი